2012 სექტემბერი 03

2012 წლის პირველ შვიდ თვეში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 26,2 მლნ. ტონა შეადგინა, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ამავე მონაცემს.

2012 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის დარგების სატვირთო გადაზიდვების 56% საგზაო ტრანსპორტზე მოდის, მას მოჰყვება რკინიგზა 44%. 2012 წლის შვიდ თვეში, საგზაო გადაზიდვები 1%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნულ პერიოდში, საზღვაო ტრანსპორტის მიერ გადაზიდული ტვირთი 12,5 მლნ. ტონას გაუტოლდა.